საიტის ძებნა

კარდიო - ვასკულარული ქირურგია

მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კარდიოვასკულარული (გულ-სისხლძარღვთა) ქირურგიის კლინიკას, მოპოვებუყლი თურქეთისა და მსოფლიოს მასშტაბით, მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს მოპოვებული. მედიპოლის კარდიოქირურგიულ ცენტრში მუშაობენ საუკეთესო და გამოცდილი სპეციალისტები. ყველაზე თანამედროვე მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილი ცენტრი 24 საათიან მომსახურებას უწევს პაციენტებს, ახალშობილებიდან დაწყებული ყველაზე ასაკოვან ჯგუფებამდე.

მთლიანად თანამედოვე ინფრასტრუქტურითა და ჭკვიანი ტექნოლოგიების გამოყენებით, მსოფლიო სტანდარტების მომსახურების დონის კლინიკა, თურქეთის ჯანდაცვის მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტია.

მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კარდიოვასკულარულ კლინიკაში დაბანდებული ინვესტიციებით, ის გახდება მნიშვნელოვანი ცენტრი როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო მასშტაბით.

ყველაფერი, რაც გულს ეხება!

მსოფლიო სტანდარტების აპარატურა და ძლიერი აკადემიური კადრები...

მედიპოლიოს საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კარდიოვასკულარული ქირურგიის განყოფილება, მსოფლიო სტანდარტების ტექნოლოგიებითა და ინფრასტუქტურით, გულის ჯანმრთელობის დაცვას, გულის დაავადებების დიაგნოსტირებასა და მკურნალობას ემსახურება. კლინიკაში ახალშობილებიდან დაწყებული ღრმა მოხუცებულთა ჯგუფებამდე, ყველას ტიპის გულის დაავადებების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის საშუალებებია.

კარდიოვასკულარულ კლინიკაში ტარდება გულის საფუძვლიანი კვლევა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა, რეაბილიტაცია და კორონარული რეანიმაციის განყოფილების მომსახურება.

მედიპოლის საავადმყოფოს კარდიოვასკულარული ქირურგიის კლინიკაში მიმდინარე კარდიოლოგიური კვლევები

  • ელექტროკარდიოგრაფია (EKG)
  • EFOR (მორბენალი ბილიკი) ტესტი
  • ტრანსტორაკალური ექოკარდიოგრაფია (EKO)
  • სამგანზომილებიანი ტრანსტორაკალური ექოკარდიოგრაფია
  • სტრეს ექოკარდიოგრაფია
  • ტრანსეზოფაგეალური ექოკარდიოგრაფიის (TEE) ტესტი
  • სამგანზომილებიანი ტრანსეზოფაგეალური ექოკარდიოგრაფიის (TEE) ტესტი
  • რითმის ჩამწერი (EKG) ჰოლტერი
  • Event Recorder (გულის მუშაობის დარღვევის ეკგ ჩამწერი)
  • არტერიული წნევის ჰოლტერული მონიტორიზაცია
  • Tilt Table (ორთოსტატიკური მაგიდის) ტესტი

მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კარდიოვასკულარული ქირურგიის კლინიკაში კლინიკაში მიმდინარე ინტერვენციული პროცედურების სპექტრი

  • დროებითი კარდიოსტიმულატორები
  • კარდიოსტიმულატორები
  • ელექტროფიზიოლოგიური პროცედურა
  • კათეტერული აბლაცია
  • მიტრალური ბალონი (ვალვულოპლასტიკა)
  • კორონარული ანგიოგრაფია
  • კანქვეშა ტრანსლუმინალური კორონარული ანგიოპლასტიკა (PTKA)-სტენტირება
  • გულის კათეტერიზაცია
  • ქრონიკული მთლიანად დახშული (ოკლუზია) სისხლძარღვის გახსნა
  • აორტის სტენოზის არაქირურგიული მკურნალობა (TAVI)
  • გულის მანკის არაქირურგიული მკურნალობა
  • სისხლძარღვების არაქირურგიული აღდგენა
  • ახალი მიდგომა მდგრადი ჰიპერტენზიის მკურნალობაში თირკმლის დენერვაცია (თირკმლის ნერვული დაბოლოებების გათიშვა)

მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კარდიოვასკულარული კლინიკის ბირთვული მედიცინის განყოფილებაში ჩასატარებელი პროცედურები

  • მიოკარდიუმის პერფუზიული სცინტიგრაფია (ტალიუმის ტესტი)

მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კარდიოვასკულარული ქირურგიის კლინიკის რადიოლოგიურ განყოფილებაში ჩასატარებელი პროცედურები

  • კორონალური CT ანგიოგრაფია
  • კარდიალური MR

გულიდან გულში

დღენაკლული ახალშობილებიდან დაწყებული, ყველა ასაკობრივი ჯგუფის უმაღლესი მომსახურება

მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს დღენაკლულ ახალშობილთა კარდიოვასკულარულ განყოფილებაში ახალშობილების მომსახურებიდან დაწყებული, 90 წლის ასაკამდე და ზევით, ფართო ასაკობრივ ჯგუფებს ემსახურებიან. კარდიოვასკულარული ქირურგიის ცენტრი ახორციელებს როგორც საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილებიდან შემოსულ ახალშობილთა მკურნალობას, ასევე სხვა ქალაქების ან ქვეყნების გადაუდებელი მედიცინის განყოფილების მიერ მოყვანილი ან კვლევების ჩატარების შემდეგ ჩვენთან მომართული პაციენტების წარმატებულ მკურნალობას.

საოპერაციო დარბაზები ჰაერის ლამინარული მიწოდების სისტემასთან ერთად აღჭურვილია ყველა სახის ტექნიკური საშუალებით: სისხლის მიმოქცევის 3 ხელოვნური აპარატებით, ავტომატური ჰემოტრანსფუზიის დანადგარებით, აორტის შიდა ბალონური კონტრპულსაციის აპარატებით, რომელებიც საშუალებას იძლევიან განხორციელდეს ჩარევა ყველა ტიპისა და ჯგუფის პაციენტზე.

იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარება ესაჭიროებათ, რეანიმაციული ბლოკები აღჭურვილია ფილტვების ვენტილაციის დამხმარე ხელოვნური მაღალტექნოლოგიური აპარატურით, ჰემოდინამიკის მონიტორებით, ოპერაციის მსვლელობისას ან მის შემდეგ, თავის ტვინის ფუნქციონალური მდგომარეობის მონიტორინგის NIRS (ახლო ინფრაწითელი სპექტროსკოპია) აპარატებით. ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის განყოფილების სპეციალისტები, კარდიოქირურგებთან ერთად, ახორციელებენ რეანიმაციული პაციენტების მართვას ქირურგიულ ჩარევამდე და მის შემდეგ.

მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კარდიოვასკულარულ განყოფილებაში, წარმატებით მკურნალობენ დღენაკლულ ახალშობილთა, უმცროსი ასაკის ბავშვთა და მოზარდთა თანდაყოლილ დაავადებებს. ახალშობილებს, რომელთაც მუცლადყოფნის პერიოდში დაუდგინდათ გულ-სისიხსლძარღვთა პათოლოგიები, შესაძლებელია ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდეთ სამშობიარო ბლოკიდან პირდაპირ, წინასწარ მომზადებულ საოპერაციოში გადაყვანით. ახალშობილებს, რომელთაც მუცლადყოფნის პერიოდში დაუდგინდათ გულ-სისიხსლძარღვთა პათოლოგიები, შესაძლებელია ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდეთ სამშობიარო ბლოკიდან პირდაპირ, წინასწარ მომზადებულ საოპერაციოში გადაყვანით.

ზოგიერთ ჩვილ და უმცროსი ასაკის ბავშვებს შეიძლება ჩაუტარდეთ ჰიბრიდული ქირურგიული ჩარევა, ბბავშვტა კარდიოლოგიური ცენტრის სპეციალისტების მონაწილეობით. პაციენტებზე დაკვირვება პრესაოპერაციო და პოსტსაოპერაციო პერიოდებში , ხორციელდება რეანიმაციული განყოფილებისა და ბავშვთ კარდიოლოგიური განყოფილების სპეციალისტების ერთობლივი ძალისხმევით. ჩვენ საავადმყოფოში დაბადებული ახალშობილების გარდა, კარდიოლოგიური ცენტრი იღებს პაციენტებს სხვადასხვა ქალაქებიდან და ქვეყნებიდან საჰაერო ან სახმელეთო გზით. ისინი ოპერაციამდე გადიან აუცილებელ მოსამზადებელ პროცედურებს ახალშობილთა განყოფილებაში. უკეთესი კოსმეტიკური ეფექტის მიღწევის მიზნით, ოპერაციის დროს ცდილობენ, რომ ქირურგიული კვეთა იყოს მინიმალური ან თუ ამის საშუალებაა, ოპერაცია ჩატარედეს მცირეინვაზიური მეთოდით.

მოზრილებში კორონარული სისხლძარღვების მკურნალობა ქირურგიული ჩარევა ტარდება აორტაკორონარული შუნტირებით (CABG) . რევმატოლოგიური დაავადების ან გულის სარქველის ანომალიების დროს, ტარდება ქირურგიული ოპერაციები მათი კორექციის ან შეცვლის მიზნით. კლინიკაში წარმატებით ტარდება აორტის ანევრიზმის ამოკვეთის ოპერაციები,აორტის ენდოვასკულარული კორექციები, ასევე ჰიბრიდული ქირურუგიული ჩარევები, კარდიოლოგებისა და არითმიის ქირურგების ერთობლივი მონაწილეობით.

კარდიოლოგიური ცენტრი ასევე წარმატებით ახორციელებს პერიფერიული არტერიის სტენოზის ოპერაციებს, ასევე ვარიკოზის ოპერაციებს, ლაზერული რადიოსიხშირეების გამოყენებით. პაციენტები, ტრავმის გამო გულისა და სისხლძარღვების დაზიანებებით,, მიიღებიან სასწრაფო წესით და საჭიროების შემთხვევაში, სხვა დარგის სპეციალისტების თანხლებით (ორთოპედი, პლატიკური ქირურუგი და სხვ.)

მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კარდიოვასკულარული კლინიკის განყოფილებები

  • მოზრდილთა კარდიოვასკულარული ქირურუგია
  • პედიტრიული კარდიოვასკულარული ქირურგია
  • მოზრდილთა კარდიოლოგია
  • ბავშვთა კარდიოლოგია

მომსახურების სპექტრი

  • კორონარული შუნტირება
  • სარქველის კორექცია და შეცვლა
  • გულის თანდაყოლილი მანკების ქირურუგია
  • არტერიული სისხლძარღვების ინტერვენციული ქირურგია
  • ანგიო პროცედურა
  • ვენური სისხლძარღვების დაავადებების :ქირურგია ვარიკოზული ქირურგია
  • გულის რიტმის დარღვევევბის ინტერვენციული მკურნალობა ელექტროფიზიოლოგია (ბავშვთა კარდიოლოგიაში არარარდიაციული ინტერვენცია)
  • ჰინრიდული ქირურუგია
  • კორონარული ანგიოპლასტიკა და სტენტირება
  • TAVI (აორტის სარწველის ტრანსკათეტერული იმპლანტაცია)