საიტის ძებნა

ინფექციური დაავადებები

ორგანიზმის ფარულ საშიშროებებს წარმატებული ბრძოლა

ბაქტერიების და ვირუსების მიერ ორგანიზმში მოტანილი ინფექციების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და მონიტორინგი, ყველაზე პროფესიული გუნდისა და ყველაზე თანამედროვე მეთოდების საშუალებით

მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ინფექციური დაავადებების განყოფილებაში, სიცხის თანხლებით მიმდინარე დაავადებები გარდა, სტაციონარულად ან ამბულატორიულად ტარდება ისეთი ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და მონიტორინგი, როგორებიცაა

  • A ჰეპატიტი, B ჰეპატიტი, C ჰეპატიტი და სხვა ვირუსული ჰეპატიეტები
  • AIDS (შიდსის ინფექციები)
  • გაციება და გრიპი
  • კანისა და რბილი ქსოვილის ინფექციები
  • გამონაყარიანი დაავადებები
  • დიარეა
  • კვებითი ინტოქსიკაციები
  • პარაზიტული დაავადებები
  • სისტემატიკური სოკოვანი ინფექციები
  • მენინგიტი

ზოგიერთი დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭირო მოწინავე ლაბორატორიული და მოლეკულური მეთოდების კვლევები, საავადმყოფოს ლაბორატორიაში ტარდება. ეს მკურნალობის სწრაფად დაწყებას განაპირობებს.

განყოფილებაში ასევე ტარდება განმარტება და კონსულტაციები სამოგზაურო მედიცინის, მოზარდებისა და განსაკუთრებული ჯგუფებისთვის აცრებისა და სხვა დამცავი საშუალებების შესახებ.

უკანასკნელ წლებში ჰოსპიტალური ინფექციები, რომლებიც პაციენტის უსაფრთხოებას ემუქრებიან, მსოფლიო მასშტაბის სერიოზული პრობლემაა. მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში ჰოსპიტალური ინფექციების წინააღმდეგ გამოიყენება ყველაფერი, ინფრასტუქტურიდან დაწყებული მუშაობის პრინციპებით დამთავრებული.

ინფექციათა კონტროლის კომიტეტი სანიტარულ ღონისძიებებს ატარებს არა მხოლოდ პაციენტებისთვის, არამედ თანამშრომლებისა და პაციენტების მნახველებისთვისაც.