საიტის ძებნა

გინეკოლოგია და მშობიარობა

ქალი არის ყველაფერი, ქალისთვის არის ყველაფერი!

ქალის ჯანმრთელობისა და ბედნიერებისთვის მუშაობს ძლიერი აკადემიური კადრები

მედიპლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მეან-გინეკოლოგიის განყოფილებაში არსებული უკანასკნელი ტექნოლოგიის ინფრასტრუქტურა, თანამედროვე სამშობიარო ბლოკები და საოპერაციოები, გინეკოლოგიური დაავადებების ყველა სახის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები, მშობიარობამდე და მშობიარობის შემდეგ, დედათა და ჩვილთა სრული მომსახურების საშუალებას გვაძლევს.

მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოდფოს მეან-გინეკოლოგიის განყოფილებაში იმის გაცნობიერებით, რომ ნაადრევ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, განსაკუთრებით, კიბოს კვლევების დროს, გამოიყენება უმტკივნეულო დიაგნოსტიკის ინსტრუმენტები - ნაცხი, ულტრასონოგრაფია და კოლპოსკოპია.

გინეკოლოგიური დაავადებებისა და უნაყოფობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის გამოიყენება ლაპაროსკოპიული და ჰისტეროსკოპიური მეთოდები.

მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მეან-გინეკოლოგიის განყოფილებაში, ტარდება ყველა სახის ქალური დაავადებების დიაგნოსტირება და მკურნალობა, უმტკივნეულო მშობიარობა, წყალში მშობიარობა, ჩვეულებრივი და სარისკო ორსულობის, მშობიარობამდე და მშობიარობის შემდგომი დედათა და ჩვილთა ჯანმრთელობის მონიტორინგი. ძლიერი აკადემიური და პროფესიული კადრები, რომლებიც ზრუნავს პაციენტთა უშვილობის, უროგინეკოლოგიის, გინეკოლოგიური ონკოლოგიის და მენოპაუზის პრობლემებზე.

გინეკოლოგიური სიმსივნეების ქირურგია

საშვილოსნოს კიბო

საშვილოსნოს კიბოთი პაციენტთა 85%-ს ჩივილები არ აქვს. ძირითადად, ქირურგიული ოპერაცია საკმარისი არის ხოლმე, თუმცა ზოგიერთ პაციენტს რადიოთერაპია ან ქიმიოთერაპია სჭირდება. ოპერაციით ხდება საშვილოსნოს, საკვერცხეების, პერიფერიული ლიმფური ჯირკვლების და მუცლის ცხიმოვანი ქსოვილის ამოკვეთა. საშვილოსნოს კიბოს შემთხვევაში, ოპერაციები შეიძლება ჩატარდეს ღია ან დახურული (ლაპარასკოპიული ან რობოტიზირებული) მეთოდით.

საშვილოსნოს კიბოს ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირების შემთხვევაში, შვილის მსურველი ახალგაზრდა ქალბატონებს კონსერვატიული (მედიკამენტოზური) მკურნალობაც შეიძლება ჩაუტარდეთ.

საკვერცხის კიბო

საკვერცხის კიბოს ოქროს სტანდარტია - ქირურგიული გზით სიმსივნური წანაზარდის ბოლომდე ამოკვეთა გინეკოლოგ-ონკოლოგის მიერ. ამ ოპერაციის წარმატება სხვადასხვა სამედიცინო ცენტრებში, 50%-ს არ აღემატება. მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში ეს ოპერაციები დიდი წარმატებით ტარდება, 93%-ის შემთხვევაში ოპერაციები მთავრდება სიმსივნური ქსოვილის სრული ამოკვეთით. ქირურგიული ჩარევა ტარდება კომპლექსურად, შესაძლებელია ამოიკვეთოს საშვილოსნო, ორივე საკვერცხე, საშვილოსნოს მილები, ირგვლივ არსებული ლიმფური კვანძები, მუცლის ცხიმოვანი ქსოვილი და საკვერცხიდან მიმდებარე ორგანოებზე მეტასტაზირებული ქსოვილი.

თუ სიმსივნე ადრეულ სტადიაშია, მციერ ზომისაა ან საკვერცხეში საზღვარი რჩება, შესაძლებელია ლაპარასკოპიული ან რობოტული ქირურგიის მეთოდების გამოყენებით, საშვილოსნოს, საკვერცხეების, მუცლის ცხიმოვანი ქსოვილის და ლიმფური კვანძების ამოკვეთა.

საკვერცხის კიბო, თუ ძალიან ადრეულ სტადიაზე ან პაციენტის ახალგაზრდა ასაკშია აღმოჩენილი, ოპერაციის დროს ხდება მეორე საკვერცხის და საშვილოსნოს დატოვება, რეპროდუქციული მიზნებით.

საშვილოსნოს ყელის კიბო

საშვილოსნოს კიბოს მიკროსკოპულ დონეზე აღმოცენის შემთხვევაშიც კი, მისი მკურნალობა, მხოლოდ ამოკვეთით არის შესაძლებელი. ახალგაზრდა ქალებს, რომელთა სიმსივნე 4 სმ-ს არ აღემატება და არ არის გავრცელებული, სურვილის შემთხვევაში, ქირურგიული ჩარევა შეიძლება ჩაუტარდეთ საშვილოსნოს დაცვით, ვაგინალურად ან მუცლის ღრუდან ენდოსკოპიური მეთოდით (ლაპარასკოპიული ან რობოტული ქირურგია).

თუ საშვილოსნოს ყელის კიბო არ არის გავრცელებული მომიჯნავე ორგანოებზე, მისი ქირურგიული გზით ამოკვეთის ოპერაცია წარმატებით მთავრდება. ეს საკმაოდ რადიკალური ოპერაციებია, ღია ან ენდოსკოპიური მეთოდებით.

წყალში მშობიარობა

წყალში მშობიარობა - ესაა მშობიარობის მეთოდი, როდესაც ქალებს სურთ იმშობიარონ თბილ აბაზანაში. იმის გამო, რომ ნაყოფი დედის მუცელში სწორედ ასეთ გარემოშია, წყალში მშობიარობა სასარგებლოა როგორც დედისთვის, ასევე ახალშობილისთვის. მშობიარობის სხვა მეთოდებისგან განსხვავვებით, წყალში მშობიარობისას, არ არის გაუტკივარების ან ხელოვნური ტკივილების გამოწვევის საჭიროება.