საიტის ძებნა

თმის ცვენის პრობლემის გადაწყვეტა ერთი სეანსით

დოცენტი ექიმი ფილიზ თოფალოღლუ დემირ-ი აღნიშნავს რომ ბოლო წლებში უამრავი დაავადების მკურნალობაში წარმატებული შედეგების მომცემი ღეროვანი უჯრედების თმის ცვენის წინააღმდეგ გამოყენებაც უსაფრთხო მეთოდს წარმოდგენას. იგი ასევე აცხადებს: „ყურის უკანა მხრიდან აღებული 3 ცალი თმის ფესვების შემცველი კანის ნაწილის სპეციალურ მოწყობილობაში 50 მიკრონზე მცირე ზომის ნაწილებად დაყოფა ხდება. მისი ხსნარად გარდაქმნა ხორციელდება და თმის ცვენის მიდამოებში ინექციის საშუალებით შეყავთ. ამ პროცედურით წვრილი და დაზიანებული თმები გამოჯანმრთელდება, თმის ბუნებრივი ზრდის მხარდაჭერა ხდება და თმის ცვენის კონტროლზე დაქვემდებარება ხორციელდება.“

საუნივერსიტეტო საავადმყოფო „Medipol Mega“-ს დერმატოლოგიის დეპარტამენტიდან დოცენტი ექიმი ფილიზ თოფალოღლუ დემირ-ი თმის ცვენის წინააღმდეგ გამოყენებადი ყველაზე წარმატებული მეთოდებიდან ერთერთის, ღეროვანი უჯრედებით მკურნალობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან განმარტებებს ახორციელებს. ასოც. პროფ. ფილიზ თოფალოღლუ დემირ-ი თმის ცვენის გამომწვევი მიზეზების შესახებ გვესაუბრება: „თმიანი კანიდან დაწყებული სხეულზე თმის მქონე ნებისმიერ მიდამოზე განვითარებული თმის ცვენის ანდა თმის არ ქონის მდგომარეობას თმის ცვენა ანუ ალოპეცია ეწოდება. დღეში 50-150 ცალი თმის ღერის ჩამოვარდნა ნორმალურად მიიჩნევა. ეს რაოდენობა ასაკისა და სეზონის მიხედვით იცვლებმა, მაგრამ ამ რაოდენობაზი მეტი თმის ცვენა უკვე პათოლოგიურია. მემკვიდრეობითი ფაქტორებით, ჰორმონალური დარღვევებით, სქესობრივი მომწიფებით, ორსულობით, მენოპაუზით, ფარისებრი ჯირკვალითა და ანემიით დაწყებული სისტემური დაავადებებმა, გადატანილი ოპერაციებმა, ფებრილურმა დაავადებებმა, მედიკამენტებმა, ვიტამინი B12 და D-ს, ფოლიუმის მჟავას, ბიოტინის, თუთიის, რკინის, სელენის მსგავსი მინერალების დეფიციტმა, სტრესმა, დიეტამ მკაცრი პროტეინ-კალორიული შეზღუდვით და თმიან  კანზე განვითარებულმა კანის დაავადებამ შეიძლება თმის დროებითი ან მუდმივი ცვენა გამოიწვიოს. თმის ცვენა ორ ძირითად ჟგუფში ერთიანდება, ესენია: გავრცელებული თმის ცვენა და ლოკალიზებული, ანუ კანის გარკვეულ მიდამოში და სივრცეში მიმდინარე თმის ცვენა. ლოკალიზებული თმის ცვენის ყველაზე ხშირი მიზეზია ანდროგენეტიკური ალოპეცია (მამაკაცის ტიპის თმის ცვენა).“

შესაძლებელია გაახალგაზრდავებაშიც იქნეს გამოყენებული

დოცენტი ექიმი ფილიზ თოფალოღლუ დემირ-ი ბოლო წლებში უამრავი დაავადების მკურნალობაში გამოყენებადი ღეროვანი უჯრედების თმის ცვენის წინააღმდეგ გამოყენების დროს სარგებლის მოტანაზე  ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს: „ღეროვანი იჯრედემით მკურნალობა არის მკურნალობის მეთოდი, რომლის დროსაც პაციენტის დაზიანებული უჯრედების ანდა ქსოვილის აღდგენის ანდა განახლების მიზნით ღეროვანი უჯრედების ანდა ღეროვანი უჯრედებიდან წარმოშობილი უჯრედების გამოყენება ხდება. ღეროვანი უჯრედების პროცედურის დროს, პიროვნების საკუთარი უჯრედების სპეციალური მოწყიბილობის გამოყენებით დამუშავება და ქსოვილის განახლებისთვის გამოყენება ხდება. პაციენტებისთვის მათი (აუტოლოგიური) უჯრედების სუსპენზიის ინექცირება ხორციელდება. გარდა ანდროგენეტიკური ალოპეციისა და სხვა თმის ცვენის პრობლემებისა, იგი სახის, თვალის ირგვლივ, ყელის, დეკოლტესა და ხელის მიდამოში უჯრედების გაცოცხლების, გაახალგაზრდავების, გაძლიერებისა და ნაოჭების აღმოფხვრაშიც გამოიყენება.

მთავარი უპირატესობა არის ის, რომ იგი ერთ სეანსიანი პროცედურაა

დოცენტი ექიმი  ფილიზ თოფალოღლუ დემირ-მა თმის ცვენაში გამოყენებადი ღეროვანი უჯრედებით მკურნალობა შემდეგნაირად განმარტა: „ყურის უკანა მხრიდან აღებული 3 ცალი, 3 მმ დიამეტრის მქონე, თმის ფესვების შემცველი კანის ნაწილის სპეციალური მოწყობილობის გამოყენებით 50 მიკრონზე მცირე ზომის ნაწილებად დაყოფა ხდება. მისი ხსნარად გარდაქმნა ხორციელდება და თმის ცვენის მიდამოებში ინექციის საშუალებით შეყავთ. მთავარი უპირატესობა ის არის რომ ერთ სეანსიანი პროცედურა და ფეხზე განხორციელებადი მკურნალობის მეთოდი გახლავთ, რომელსაც საავადმყოფოში დაწოლა არ სჭირდება. პროცედურის ხანგრძლივობა დაახლოებით ერთი საათია. პროცედურასთან დაკავშირებით შედეგების ნახვას 3-6 თვე სჭირდება. ამ პროცედურით სუსტი და ასაკოვანი თმის ფოლიკულების სტიმულირებით გაძლიერება, წვრილი და დაზიანებული თმების გაუმჯობესება, თმის ბუნებრივი ზრდის მხარდაჭერა და თმის ცვენის კონტროლირების განხორციელება ხდება. მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობის ეფექტურობა განსხვავდება პაციენტისა და თმის მდგომარეობის მიხედვით, ღეროვანი უჯრედების თერაპიის ეფექტურობა მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა. განმეორებითმა პროცედურებმა და სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციამ შეიძლება მკურნალობის ეფექტურობა გაზარდოს.

შესაძლებელია თმის ცვენის ადრეულ ეტაპზე იქნეს გამოყენებული

დოცენტი ექიმი  ფილიზ თოფალოღლუ დემირ-მა შეფასებები შემდეგნაირად გააგრძელა: მამაკაცის ტიპის თმის ცვენით ცნობილი ანდროგენეტიკური ალოპეციის მქონე ქალი და კაცი პაციენრების მკურნალობაში გამოიყენება. ეს უნდა გაკეთდეს ადრეულ პერიოდში, სანამ მუდმივი თმის ცვენა მოხდება. თმის ცვენის გვიან სტადიაზე, იმ პაციენტებში, რომელთა თმის ფოლიკულებიც მთლიანად გაქრა, მას სარგებელი არ ექნება. ის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ყველასთვის, ვისაც ეს სჭირდება, გარდა კიბოსა და აქტიური ინფექციების მქონე პაციენტებისა. პროცედურის დასრულების შემდეგ, საკმარისი იქნება არ დაუშვათ პროცედურის ადგილის წყალთან კონტაქტი 24 საათის განმავლობაში და თქვენი ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად იმ ადგილას, სადაც კანის ნაჭერია აღებული, ჭრილობის დამუშავება განახორციელოთ.


22 ოქტომბერი 2021, პარასკევი