საიტის ძებნა

რა შეგვიძლია თქვენთვის გავაკეთოთ?

უფასო სამედიცინო დასკვნის გადმოცემის მომსახურება

ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში, დაავადების უფრო ნათელი სურათი შესაქმნელად, ბუნებრივია, თქვენ და თქვენს ახლობლებს, გაგიჩნდებათ სხვა ექიმებისგან მეორე სამედიცინო დასკვნის მიღების სურვილი. ჩვენი საავადმყოფოს პროფესიონალთა გუნდი მზადაა თქვენთვის უზრუნველყოს აკადემიური და გამოცდილი ექიმების უფასო სამედიცინო დასკვნები. ამისათვის თქვენ მხოლოდ უნდა გადმოგვცეთ ან გამოგვიგზავნოთ თურქულ ან ინგლისურ ენაზე თარგმნილი თქვენი სამედიცინო დოკუმენტაცია.

თქვენი სამედიცინო დოკუმენტების ასატვირთად, აქ დააწკაპუნეთ.

თქვენი სამედიცინო დოკუმენტაციის მიღების შემდეგ, ჩვენი გუნდი, დაუკავშირდება შესაბამისი პროფილის ექიმებს, თქვენი დიაგნოზისა ან მკურნალობის შესახებ, მეორე სამედიცინო დასკვნის მისაღებად. ექიმის მიერ თქვენი დოკუმენტების განხილვის შემდეგ, მიიღებთ დეტალურ სამედიცინო დასკვნას.

ფინანსური მომსახურება

საზღვარგარეთ დიაგნოსტიკისა თუ მკურნალობის საკითხის გადაწყვეტისას, სასურველია, წინასწარ იცოდეთ ფინანსური საკითხების ყველა დეტალი. ჩვენი გუნდი მოგაწვდით ფინანსურ გაანგარიშებას, თქვენთვის საინტერესო დიაგნოსტიკური და სამკურნალო პროცედურების ღირებულებაზე. ეს ფინანსური ინფორმაცია მხოლოდ საორიენტაციო ხასიათს ატარებს და მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევაში, თუ თქვენ დაგენიშნებათ კონკრეტული მკურნალობა, შესაძლებელია გადმოგეგზავნოთ საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში, ყველა თქვენი საჭიროების კომპლექსური ღირებულება.

ტრანსპორტირებისა და დაბინავების ორგანიზება

თუ თქვენ გადაწყვიტეთ ეწვიოთ ჩვენს საავადმყოფოს, ლოჯისტიკის გუნდის ექსპერტები სიამოვნებით გაგიწევენ დახმარებას ვიზის გაფორმებაში, მგზავრობის ორგანიზებაში და ქალაქის ფარგლებში (აეროპორტი ან ავტოსადგური) უფასო ტრანსფერში. ასევე დაგეხმარებიან, ჩვენს საავადმყოფოსთან ხელშეკრულებით დაკავშირებულ სასტუმროებში, ნომრების შეღავათიან ფასად დაჯავშნაში, დახვედრისა და გაცილების მომსახურების ორგანიზებაში.

სტაციონარიდან გაწერისა და გაწერისშემდგომი მონიტორინგი

მკურნალობის დასრულების შემდეგ თქვენ გადმოგეცემათ ინგლისურ ენაზე თარგმნილი თქვენი სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც ელექტრონულად შეინახება თქვენს პირად არქივში. ამასთან, გაწერის შემდეგ, თუ ელექტრონული ფოსტით დაგვიკავშირდებით, მოხარული ვიქნებით, დისტანციურად, უფასოდ მოგაწოდოთ ინფორმაცია თქვენი მონიტორინგის შესახებ.

საავადმყოფოს პროცესი

თქვენი პროცედურების განმახორციელებელი კონსულტანტი ჩაგწერთ ექიმთან მიღებაზე / პროცედურაზე და უზრუნველყოფს შესაბამის მომზადებას თქვენი ჰოსპიტალიზაციის საჭიროების შემთხვევაში. საავადმყოფოში თქვენი ყოფნის განმავლობაში, ჩვენი კონსულტები გაგიწევენ სათანადო დახმარებას თქვენს მშობლიურ ენაზე.

ჩვენი სამზარეულოს მზარეულებს, შეუძლიათ მოგიმზადონ თქვენთვის კერძები, რომლებიც შეესაბამება თქვენს გასტრონომიულ პრეფერენციებს. გარდა ამისა, 7/24 - თქვენს განკარგულებაში იქნება სამლოცველო ოთახი.

მკურნალობა და გართობა

სტამბული ფანტასტიკური ქალაქია, რომელიც ერთდროულად ორ კონტინენტზე მდებარეობს. აქ თქვენ იხილავთ დაუვიწყარ ისტორიულ ადგილებს, სავაჭრო ცენტრები და დახვეწილი სამზარეულო. ჩვენ მოგაწვდით ინფორმაციას სპორტული და კულტურული ღონისძიებების შესახებ, რომლებიც სტამბულში ჩატარდება.

ჰოსპიტალიზაცია მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში

თანამედროვე არქიტექტურული დიზაინი, ჭკვიანი ტექნოლოგიებით აღჭურვილი შენობა და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურა, მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მნიშვნელოვან სამედიცინო კომპლექსად აქცევს როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

მედიპოლის სასტუმრო სახლი

თქვენს განკარგულებაშია მყუდრო, კომფორტული აპარტამენტები ხელმისაწვდომ ფასად.

დაბინავების საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელთანაც უხდებათ შეხება პაციენტებს, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მკურნალობისას. ჩვენ დაგეხმარებით ამ პრობლემის მოგვარებაში, მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს სასტუმრო სახლის აპარტამენტების შემოთავაზებით, რომელიც განთავსებულია 5 წუთის ფეხით სავალზეა საავადმყოფოს შენობასა და სასწრაფო დახმარების განყოფილებიდან.