საიტის ძებნა

სტომატოლოგია - ყბა-სახის ქირურგია

მედიპოლის საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკა, ძლიერი აკადემიური კადრებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით, კვირის 7 დღის განმავლობაში, 24 საათიან მომსახურებას გთავაზობთ

უმაღლესი ტექნოლოგიები, აკადემიური ხარისხის გამოცდილი სპეციალისტები

პირის ღრუსა და კბილების ნებისმიერი პრობლემის საიმედო მკურნალობა

მედიპოლ მეგა საუნივერსიტეტო საავადმყოფოს სტომატოლოგიურ კლინიკას, სტომატოლოგიის ყველა სფეროში გამოცდილი სამეცნიერო-აკადემიური კადრები და მაღალტექნოლოგიური დანადგარები გააჩნია.

მედიპოლის საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ესთეტიკური სტომატოლოგია (კბილების გათეთრება, ღიმილის ესთეტიკა, გვირგვინები ცირკონის ფუძით, კბილების ლამინირება ფაიფურით და სხვ.), კბილების მკურნალობა (კბილების არხის მკურნალობა, ფოტოპოლიმერული ბჟენი, შიდა კერამიკული ჩანართები და სხვ.) პროთეზირება ( მგრძნობიარე პროთეზები, ლაზერით დამუშავებული კერამიკული პროთეზები), ყბა-სახის ქირურგია (ქირურგიული პროცედურები პირის ღრუში, იმპლანტირების სხვადასხვა სახეობები, ყბის სახსრის მკურნალობა ადგილობრივი და ზოგადი ანესთეზიით და სხვ.), ორთოდონტია (ბავშვთა და მოზრდილთა ორთოდონტია, ესთეტიკური და ლინგვალური ბრეკეტები), პერიოდონტოლოგია ( ღრძილების დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და ესთეტიკა).

მედიპოლის საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკის განყოფილებები

  • პირის ღრუს, კბილების და ყბა-სახის ქირურგია
  • პირის ღრუს, კბილების და ყბა-სახის რადიოლოგია
  • ოდონტოთერაპია (კბილების მკურნალობა)
  • ენდოდონტია
  • კბილების იმპლანტოლოგია
  • ორთოდონტია
  • ბავშვთა სტომატოლოგია
  • პერიოდონტოლოგია
  • კბილების პროთეზირება

მედიპოლის სტომატოლოგიური კლინიკა წარმატებით ახორციელებს ყველა სახის სტომატოლოგიურ მკურნალობას ზოგადი ანესთეზიით და სედატიური საშუალებებით. ზოგადი ანესთეზიითა და სედატიური საშუალებების ზემოქმედებით პროცედურები, სპეციალურად აღჭურვილ სტომატოლოგიურ საოპერაციოებში, უმეტესად, უტარდებათ პაციენტებს, რომელთაც ექიმი-სტომატოლოგისა და მკურნალობის პროცესის შიში აქვთ, რთულად საურთიერთო ბავშვებს, გონებრივად ჩამორჩენილ პაციენტებს. ტარდება ასევე, გრძელი პროცედურებისა და დიდი ქირურგიული ჩარევების დროს.

სტომატოლოგიური განყოფილებები

1. პირის ღრუს, კბილების და ყბა-სახის ქირურგია

პირის ღრუს, კბილებისა და ყბა-სახის ქირურუგია - ეს არის ქირურგიული სტომატოლოგიის განყოფილება, რომელიც დაკავებულია პირის ღრუს, კბილების და ყბა-სახის დაავადებების, ტრავმებისა და დეფორმაციების დიაგნოსტიკით და მკურნალობით. .

მედიპოლ მეგა საუნივერსიტეტო სტომატოლოგიურ კლინიკაში წარმატებით მიმდინარეობს ისეთი პათოლოგიების მკურნალობა, როგორიცაა პირის ღრუსა და კბილებთან დაკავშირებული კისტები და სიმსივნეები, ყბა-სახისა და კბილების მოტეხილობები, ოპერაციები ყბის ძვალზე დარჩენილი კბილების ამოღების ან პირიქით, შენარჩუნების მიზნით, მომავალი პროტეზირებისთვის პირის ღრუს რბილი და მაგარი ქსოვილების კორექცია.

სტომატოლოგიური კლინიკის გამოცდილი ექიმი-სპეციალისტები, ზემოთჩამოთვლილი პროცედურების გარდა, წარმატებით ატარებენ მკურნალობას თანდაყოლილი და შეძენილი ყბა-სახის ანომალიების, გაუყოფელი ტუჩების და სასის, არასწორად ჩასმული ზედა და ქვედა ყბის, აქედან გამომდინარე ღეჭვის გაძნელების და ესთეტიკური პრობლემების აღმოფხვრისთვის. პროცედურები ტარდება როგორც ადგილობრივი, ასეე ზოგადი ანესთეზიით.

2. პირის ღრუს, კბილების და ყბა-სახის რადიოლოგია

პირის ღრუს, კბილების და ყბა-სახის რადიოლოგია - ეს არის სტომატოლოგიის განყოფილება, რომელიც კლინიკური და რადიოგრაფიული მონაცემების საშუალებით, ახდენს პირის ღრუს, კბილების, ყბა-სახის დაავადებების დიაგნოსტიკას და მკურნალობის მეთოდების განსაზღვრას. განყოფილებაში ტარდება პირის ღრუსა და ყბა-სახის ქსოვილების და ორგანოების სისტემატური კვლევა. ხდება მოცემული სტრუქტურების ფიზიოლოგიური და პათოლოგიური ცვლილებების კლინიკური და რადიოგრაფიული შეფასება, რომელიც მკურნალობის ეფექტური ტაქტიკის შემუშავების საშუალებას იძლევა.

დიაგნოზის დასადგენად გამოიყენება უახლესი სადიაგნოსტიკო დანადგარები, რომელთა შორისაა - კბილის გვირგვინის, ფესვის ან მომიჯნავე სტრუქტურების კვლევისთვის, კბილის დამიზნებითი რენტგენოგრაფია, პანორამული და თავის ცეფალომეტრიული სურათები, კბილის კომპიუტერული ტომოგრაფია.

3. კბილების მკურნალობა

კბილების მკურნალობა ანუ ოდონტოთერაპია ნიშნავს კარიესის დიაგნოსტიკას და მკურნალობას, ამავე დროს, დაავადების პროგნოზირებას.

მედიპოლის საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკის ოდონტოთერაპიის განყოფილებაში, ტარდება კარიესით გამოწვეული დეფექტების კორექცია, კბილის ფუნქციისა და ესთეტიკის აღდგენა. ასევე მიიღება აუცილებელი ზომები, პრევენციული სტომატოლოგიის პრინციპების შესაბამისად, პათოლოგიის განახლების თავიდან ასაცილებლად.

4. ენდოდონტია

ენდოდონტია - ეს არის სტომატოლოგიის განყოფილება, რომელიც დაკავებულია კბილის ცენტრისა და ფუძის არხების (ენდოდონტი) მკურნალობით. თუ ადრე კბილის რბილი ფენის დაზიანების ერთადერთი გადაწყვეტილება მისი ექსტრაქცია (ამოღება) იყო, დღეისათვის ტექნოლოგიის განვითარება, კბილის შენარჩუნებით, ფუძის არხების მკურნალობის საშუალებას იძლევა.

მედიპოლის საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკის ენდოდონტიის განყოფილებაში, აკადემიურ სტომატოლოგთა პროფესიონალიზმით და ანესთეზიის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, შესაძლებელი ხდება მკურნალობისას ტკივილის მინიმუმამდე დაყვანა. ფესვის არხის გაწმენდისა და ფორმირების შემდეგ, ხდება კბილის დაბჟენა ან დაფარვა. ყველა ამ პროცედურების ჩატარებით, კბილი ფუნქციას მთლიანად აღიდგენს.

5. სტომატოლოგიური იმპლანტოლოგია

სტომატოლოგიური იმპლანტი არის ხელოვნური სტომატოლოგიური ფესვი, რომელიც ქირურგიული გზით ჩანერგილია ყბის ძვალში, დაკარგული კბილების საღეჭი და ესთეტიკური ფუნქციის აღდგენის მიზნით.

მედიპილის საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკის იმპლანტოლოგიის განყოფილებაში, ადგილობრივი ან ზოგადი ანესთეზიის ქვეშ, წარმატებით ხორციელდება ერთი ან მეტი კბილების იმპლანტაციის სრული სპექტრი.

ყბის ძვლის იმპლანტის შეზრდის პერიოდი დამოკიდებულია პაციენტის ძვლის სიმკვრივეზე, საშუალოდ, 2-დან 6 თვემდე. იმპლანტის სრული შერწყმის შემდეგ (ოსტეოინტეგრაცია), მისი პროთეზირება ხორციელდება მოსახსნელი ან დაფიქსირებული პროთეზებით. გარდა მისი ფიზიოლოგიური და ესთეტიკური ჩანაცვლებითი ფუნქციისა, იმპლანტები ასევე ხელს უშლიან, კბილის დაკარგვით გამოწვეული, ძვლის ქსოვილის განლევას. ეს საიმედო მხარდაჭერაა ყბის ფორმისა და სტრუქტურისთვის.

მედიპოლის საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკის იმპლანტოლოგიის განყოფილებაში, იმპლანტაციის პროცედურა შეიძლება ჩაუტარდეს დამაკმაყოფილებელი ჯანმრთელობის მდგომარეობით, ნებისმიერი პაციენტს. სწორი დაგეგმვა, სტერილურ პირობებში ქირურგიული პროცედურების ჩატარება და პაციენტის მიერ პირის ღრუს ჰიგიენის საფუძვლიანი დაცვა, წარმატებულ შედეგებს ზრდის.

იმპლანტირების უპირატესობები

  • იმპლანტირება დაკარგული კბილის აღდგენის საშუალებას იძლევა,  მიმდებარე ჯანმრთელი კბილების დაზიანების გარეშე;
  • იმპლანტების უმეტესობა შეთავსებადია ქსოვილთან და დიდი სიმტკიცით გამოირჩევიან; 
  • კარგი კოსმეტიკური ეფექტი;
  • მოსახერხებელია გამოყენებისას და არ იგრძნობა პირის ღრუში;
  • იმპლანტი არის დაკარგული კბილის ესთეტიკური გადაწყვეტა;
  • სიმარტივე მოვლასა და წმენდაში;
  • არ იწვევს არასასიამოვნო სუნს პირის ღრუში;
  • აღადგენს საღეჭ ფუნქციას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.

მედიპოლის საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკის იმპლანტოლოგიის განყოფილების სპეციალისტი ექიმების მიერ, დაწვრილებითი გამოკვლევის შემდეგ, პაციენტს სთავაზობენ ყველაზე ეფექტურ იმპლანტს.

6. ორთოდონტია

ორთოდონტია არის სტომატოლოგიის განყოფილება, სადაც ხდება არასწორი თანკბილვის და ყბა-სახის ანომალიების მკურნალობა.

მედიპოლის საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკის ორთოდონტული განყოფილების აკადემიური სპეციალისტები, თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობით, წარმატებით ასრულებენ სხვადასხვა ორთოდონტულ ჩარევებს, მათ შორის ბავშვებში, საღეჭ-სამეტყველო აპარატის ჩამოყალიბების პროცესში წარმოშობილი, დარღვევების კორექციას, მავნე ჩვევებით წარმოშობილი ყბის დეფექტების აღმოფხვრას (თითის წოვა, საწოვარა და სხვ.), არასწორი თანკბილვის კორექციას, ასევე ფიზიოლოგიური და ესთეტიკური ფუნქციის აღდგენას. ორთოდონტული მკურნალობის ჩატარება შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში.Детская стоматология, или педодонтия, занимается профилактикой заболеваний молочных и постоянных зубов, лечением кариеса, травм а также зубных патологий, обусловленных наследственными и другими факторами, у детей 0-13 лет.

Опытные детские стоматологи - академики Педодонтического Отделения Стоматологической Клиники Университета Medipol оказывают квалифицированную помощь в лечении и профилактике нарушений прорезания зубов у детей, профилактические мероприятия по предупреждению кариеса молочных и постоянных зубов, лечение кариеса молочных и постоянных зубов, меры по аппаратной защите зубного ряда от миграции зубов вследствие раннего удаления зуба, а также установка детских протезов детям, родившихся без зубов.

7. ბავშვთა სტომატოლოგია

ბავშვთა სტომატოლოგია ანუ პედოდონტია, 0-13 წლის ბავშვებში, სარძევე და მუდმივი კბილების დაავადებების პრევენციას, კარიესის მკურნალობას, ტრავმებით ან მემკვიდრეობითი ფაქტორებით გამოწვეული კბილების პათოლოგიების მკურნალობას ეწევა.

მედიპოლის საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკის აკადემიური ექიმი-სპეციალისტები კვალიფიციურ დახმარებას უწევენ ბავშვებში კბილების ამოჭრის დარღვევების მკურნალობასა და პრევენციას, სარძევე და მუდმივი კბილების კარიესის პროფილაქტიკასა და მკურნალობას, კბილების ნაადრევი მოცვლის დროს, თანკბილვის დარღვევის აპარატულ დაცვას და საჭირო ასაკში კბილების არ ამოჭრის დროს, ბავშვთა პროთეზების დაყენებას.

8. პერიოდონტოლოგია

პერიოდონტოლგია - არის სტომატოლოგიის განყოფილება, რომელიც დაკავებულია კბილის გარშემომყოფი რბილი და მაგარი ქსოვილის ანთებითი დაავადებების მკურნალობით.

მედიპოლის სტომატოლოგიური კლინიკის პერიოდონტოლოგიური განყოფილება წარმატებით ასრულებს შემდეგ მომსახურებას: პირის ღრუს ჰიგიენის სტიმულაცია, კბილის ქვების მოცილება, ღრძილების ანთების მკურნალობა, კბილების და ღრძილების კომბინირებული მკურნალობა, ადრეული და შორს წასული პერიოდონტოზები, პაროდონტოზები, ასევე პერიოდონტოზის ფონზე, კბილების მორყევის მკურნალობა.

9. სტომატოლოგიური პროთეზირება

კბილების პროთეზირება - არის სტომატოლოგიის განყოფილება, სადაც ტარდება კბილების ქსოვილების აღდგენა, დაკარგული კბილების ჩანაცვლება პროთეზით, პირისა და ყბა-სახის ქსოვილების სტრუქტურის აღდგენა, ხელოვნური მასალების გამოყენებით და საღეჭი აპარატის ფიზიოლოგიური და ესთეტიკური ფუნქციის აღდგენა, პაციენტის ჯანმრთელობის კორექცია და შენარჩუნება.

მედიპოლის საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკის სტომატოლოგიური პროთეზირების განყოფილების მაღალკვალიფიციური სტომატოლოგები ატარებენ შემდეგი სახის მომსახურებას: ფიქსირებული პროთეზირებაი, ესთეტიკური ვინირება, მოსახსნელი კბილის პროთეზირება (სრული ან ნაწილობრივი), პროთეზირება იმპლანტზე, ყბა-სახის პროთეზირება, კბილების პროთეზირება, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დაავადების დროს, მიოგენური დისფუნქციების მსგავსი, კრანიომანდიბულური დისფუნქციების დროს.