საიტის ძებნა

საავადმყოფოს თანამედროვე არქიტექტურა

მედიპოლ მეგა საავადმყოფოში შემოსული პაციენტი უკეთ იგრძნობს თავს, რადგან კლინიკას, ჩვეულებრივი საავადმყოფოს დიზაინისგან სრულიად გამორჩეული არქიტექტურა და ორიგინალური დიზაინი აქვს. ამ კუთხითაც საავადმყოფო ერთ-ერთი სამაგალითოა მსოფლიოში. კომპლექსი 15 000 მ/კვ. ეზოს ფართობით, 26 000 მ/კვ. ხუთ სართულიანი ავტოსადგომით და 1500 თანამშრომლისთვის 100 000 მ/კვ. დახურულ ფართობს ფლობს.

პაციენტებისთვის კომფორტული პალატები

მედიპოლიის საუნივერსიტეტო საავადმყოფო, რომლისთვისაც პაციენტის კომფორტი პრიორიტეტულია, პაციენტებს და მათ ახლობლებს სახლის კომფორტს უქმნის. საავადმყოფო გათვლილია სულ 470 საწოლზე, ერთადგილიან პალატაში, მათ შორისაა ფართო და თანამედროვე დიაზინის, ლუქსი პალატები ტერასაზე ბაღით, ლუქსი პალატები და რეგულარული პალატები. ყველგან დამონტაჟებულია LCD ეკრანი და პაციენტებს შეუძლიათ ისარგებლოს მულტიმედიური (ტელევიზორი, DVD, ინტერნეტი) მომსახურებით. პაციენტებსა და მათ ახლობლებს პალატებში შექმნილი აქვთ თანამედროვე ცხოვრებისთვის საჭირო ყველანაირი კომფორტი, ხარისხიანი კვებითი მომსახურებით.

სამლოცველო

სპეციალური არქიტექტურული მიდგომით შექმნილ, 600 ადამიანზე გათვლილ გუმბათოვან სამლოცველოში, პაციენტებსა და მათ ახლობლებს შეუძლიათ შეასრულონ ლოცვები თავიანთი რელიგიის მიხედვით.

5 ვარსკვლავიანი კაფე-რესტორანი "პოლინი" (POL'IN)

მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კაფე-რესტორანი „პოლინი“, თანამედროვე და კომფორტულ გარემოში, დასვენებასა დაახალი არომატების დაგემოვნებას გთავაზობთ.

პროფესიონალი და გამოცდილი კადრებით დაკომპლექტებული კაფე-რესტორანი,თურქული და მსოფლიო სამზარეულოს ჯანსაღი და  გემრიელი მენიუს ნაკრებს გთავაზობთ.

ორიგინალური ვერტოდრომით უსაზღვრო მომსახურება

მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ვერტოდრომზე გათავლისწინებულია თურქეთში არსებული ყველაზე მძიმე ვერტმფრენების დაჯდომაც კი. ვერტოდრომი ემსახურება როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი პაციენტების ყველაზე სწრაფ ტრანსპოტირებას საავადმყოფოში.

უსაფრთხოების სამსახური უახლესი ტექნოლოგუიების გამოყენებით

მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფო, მართვისა და პაციენთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით უზრუნველყოფს 7/24 უსაფრთხოების სამსახურის მომსახურებას. ამისათვის გამოყოფილია ცენტრალური სისტემური ოთახი, საზოგადოებრივ სივრცეში არსებული უკნასკნელი ტექნოლოგიის სათვალთვალო კამერები, რენტგენის კონტროლირებადი სისტემა და სპეციალურად მომზადებული ექსპერტთა ჯგუფი.